თბილისის მერია

კალაძე: უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობას ვიწყებთ

ამ კვირაში უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის დასრულების შემდეგ, წყნეთიდან, ბაგებიდან მანქანით წამოსულ ადამიანებს, რომლებიც ახალ ხიდს იყენებენ, შესაძლებლობა ექნებათ, ქავთარაძის ქუჩაზე პირდაპირ მოხვდნენ. ეს გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც ქავთარაძის ქუჩასთანაა დაკავშირებული. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები - ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები. მოეწყობა წყალმოსაცილებელი და სადრენაჟე სისტემა. დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინა-ბეტონის დამცავი კედლები აშენდება. გვირაბში ორმხრივი მოძრაობა იქნება. თითო ზოლი თითო მიმართულებით. ამ პროექტის განხორციელება, დაახლოებით, 12 მილიონი ლარი დაჯდება და ის სრულად 2025 წლის იანვარში დასრულდება. 

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

კომენტარები