სალომე ზურაბიშვილი

ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე – ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე, შვეიცარიაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიაზე ისაუბრეს.

"უკრაინის მშვიდობის სამიტზე საქართველოს მტკიცე მოკავშირესთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფის საჭირო ნაბიჯებზე.

ვისაუბრეთ ქართულ ქარტიაზე, საქართველოს გზამკვლევზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან". - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები