ევროკავშირი

16 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება უნდა შეეზღუდოთ - ევროპარლამენტის რეზოლუცია

26 ნოემბერს ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება უნდა შეეზღუდოთ, თუ ამის წინააღმდეგ მათი მშობლები არ გადაწყვეტენ.

The Guardian აღნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი იურიდიულად სავალდებულო არ არის და ის ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე ზეწოლას ზრდის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბლოკში მზარდია შეშფოთება იმის შესახებ თუ რა გავლენა აქვს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ინტერნეტთან შეუზღუდავ წვდომას.

ევროკომისია, რომელიც ევროკავშირის კანონების ინიციირებაზეა პასუხისმგებელი, უკვე სწავლობს ავსტრალიის მიერ მიღებულ უნიკალურ კანონმდებლობას 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის შესახებ, რომელიც მომდევნო თვეში უნდა ამოქმედდეს.

სექტემბერში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ყურადღებით დააკვირდება ავსტრალიის აღნიშნული პოლიტიკის განხორციელებას. მან გააკრიტიკა "ალგორითმები, რომლებიც დამოკიდებულების შექმნის აშკარა მიზნისთვის ბავშვების სისუსტეებს იყენებენ".

ფონ დერ ლაიენის თქმით, წლის ბოლომდე ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ევროკომისიას ბავშვების დასაცავად საუკეთესო მიდგომების შესახებ მისცემს რეკომენდაციებს.

კომენტარები