10 ივნისს, ჩეხეთის პრემიერმინისტრის თქმით, გასული კვირის პრაღის საქალაქო ავტობუსებზე თავდასხმის მცდელობის დაორგანიზებისა და დაფინანსების უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს.
"არსებობს ეჭვი, რომ თავდასხმა სავარაუდოდ დააფინანსა და დააორგანიზა რუსეთმა. ეს არის რუსეთის მიერ ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომლისგანაც ჩვენ თავი უნდა დავიცვათ და რომელიც უნდა შევაჩეროთ. რუსეთს არაერთხელ უცდია არეულობის დათესვა და ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფოს მიმართ ნდობისთვის ძირის ამოთხრა." - თქვა პეტრ ფიალამ პრესკონფერენციაზე.
ხუთშაბათს, 6 ივნისს, პრაღის მე-9 რაიონში უცნობმა მამაკაცმა რამდენიმე საქალაქო ავტობუსს ბენზინი დაასხა და მათთვის ცეცხლის წაკიდება ცადა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. პრაღის პოლიცია მამაკაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
ეჭვმიტანილი შაბათს იპოვეს და დააკავეს.პრაღის პოლიციის თქმით, სავარაუდო დამნაშავე 26 წლის ესპანურად მოლაპარაკე სამხრეთ ამერიკელი მამაკაცია, რომელიც ჩეხეთში დანაშაულის ჩადენის მცდელობამდე ხუთი დღით ადრე ჩავიდა. პოლიციამ თქმით, თავდასხმა პრაღის ავტოსადგურის თანამშრომლების სიფხიზლის დამსახურებით ვერ განხორციელდა.
დაკავებულ მამაკაცს ბრალი ტერორიზმში წარუდგინეს.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია.





