ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

ჩეხეთი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.

"რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრისა და ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესების შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად აფრთხილებს თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გამგზავრებას". - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ იმ ჩეხებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში და არ სურთ წასვლა მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ, თვალყური ადევნონ სანდო მედიას და მოამზადონ რუსეთიდან გასვლის საგანგებო გეგმა.

კომენტარები