ჩეხეთი-რუსეთი

ჩეხეთი რუსულ სახელმწიფო აქტივებს გაყინავს

ჩეხეთი

ჩეხეთი რუსეთის სახელმწიფო აქტივებს გაყინავს. ინიციატივა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის ეკუთვნის.

"დღეს ჩემი შეთავაზებით ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვას მთავრობამ მხარი დაუჭირა. ამით კომერციული საქმიანობა, რომლის ფინანსებსაც რუსეთი უკრაინელების დასახოცად იყენებს სრულდება". – წერს ლიპავსკი.

ამავდროულად ლიპავსკიმ სანქცირებული კომპანიების რიცხვში შეიყვანა საზღვარგარეთ აქტივების მართვის რუსეთის ფედერალური დაწესებულება Госзагрансобственность.

ჯამურად ჩეხეთმა 415 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა.

კრემლის მედია Ria წერს, რომ გაყინვა არ შეეხება რუსულ დიპლომატიურ მისიას.

კომენტარები