ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 10 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ბენდელიანის, მოლოკოვის, ცისარტყელის, ჯავის, ქუთათელაძის, პეტრე გრუზინსკის, კოკინაკის, ზედაზნის, დიდი ჯიხაიშის, გარდაფხაძის, ტრაქტორის, ჭყონდიდიელის, მოლითის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ნავთლიღი-2 დასახლების,  გრიგორაშვილის, იების, თურაშვილის, ველის, ქვილითაიას, ფრონეს, გუგუშვილის, ჭიჭინაძის, სავანის, წურწუმიას, გურჯიევის, გვაზავას, აფხაზის, ალექსიძის და მაჩაბელის  ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის და გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე არჩილის, სულხან ცინცაძის, ალექსიძის, უნივერსიტეტის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელის, ნუცუბიძის, აბულაძის და დელისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, ჟვანიას და ღოღობერიძის ქუჩების  მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები