საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას Mirage 2000-5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა.
მაკრონის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღევანდელ შეხვედრაზე მათი მოლაპარაკების მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება იქნება.
"ახალ თანამშრომლობას დავიწყებთ და გამოვაცხადებთ Mirage 2000-5F-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე". - თქვა მაკრონმა.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის გაწვრთნას და აღჭურვოს უკრაინის ერთი სამხედრო ბრიგადა.
მაკრონმა ასევე უარყო, რომ წვრთნის პროგრამა ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას.





