ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა იერიში მიიტანა სკოლის შენობაზე, სადაც მათი თქმით, ათობით ტერორისტი აფარებდა თავს

Israel Defense Forces

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში იერიში მიიტანეს გაეროს მიერ აშენებული სკოლის შენობაზე, რასაც მათი მტკიცებით, ჰამასის ათობით ტერორისტი აფარებდა თავს. ჰამასის მედიის ცნობით, თავდასხმისას 27 ადამიანი მოკვდა. გაეროს პალესტინის ოფისის ცნობით, ოპერაციისას გარდაცვლილთა რიცხვი 35-დან 45-მდეა. 

IDF-ის ცნობით, სკოლის სამ საკლასო ოთახში იმყოფებოდა ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის 20-30 ტერორისტი, მათგან რამდენიმე მონაწილეობდა 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტულ თავდასხმაში. როგორც ცნობილია, სკოლის სხვა ნაწილში ოთახებს მშვიდობიანი მოსახლეობაც აფარებდა თავს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის მებრძოლები სწორედ სკოლის შენობიდან გასცემდნენ ბრძანებებს და საფრთხეში აყენებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. 

ისრაელის ძალებმა სამხედრო იერიში რაკეტებით განახორციელეს. ოპერაციისას დაიღუპა ერთი ისრაელელი სამხედრო. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, მათ განსაკუთრებული ზომები მიიღეს, რათა წერტილოვანი საჰაერო თავდასხმისას მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულიყო. როგორც ცნობილია, შეტევა აღნიშნულ სკოლაზე აქამდე ორჯერ გადაიდო. 

კომენტარები