საქართველო-ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთს საქართველოში აგვისტოდან ახალი ელჩი, გარეთ უორდი ეყოლება

გარეთ უორდი

დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში 2024 წლის აგვისტოდან ახალი ელჩი ეყოლება.

საელჩოს ცნობით, მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის. საქართველოში 4-წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

ბრიტანეთის საელჩო ახალი ელჩის, გარეთ უორდის ბიოგრაფიასაც აქვეყნებს. 

"ცოტა რამ გარეთ უორდის შესახებ:

გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს.

სრული სახელი: გარეთ ედუარდ უორდი

2022 - 2024: გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი

2018 -2022: დიდი ბრიტანეთის ელჩი, ვიეტნამი

2017: უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია

2014-2017: გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO), დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი

2010 -2013: დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული, სანკტ-პეტერბურგი

2007-2010: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინი

2002-2006: ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO)

1998 - 2002: მეორე პოლიტიკური მდივანი, ბრიტანეთის საელჩო, მოსკოვი" - წერია გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები