საქართველო-ბრიტანეთი

საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს ბრიტანეთის გავლით მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდებათ

Dima Moroz

8 სექტემბრიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, 2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად მოწინავე ადგილებს იკავებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თავშესაფრის მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს ბოროტად იყენებენ.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გაერთიანებულ სამეფოში სტუმრობამდე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებისთვის  ვიზის ქონის აუცილებლობა თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით ბრიტანეთში გამგზავრების ფაქტებს შეამცირებს.

კომენტარები