სლოვაკეთი

მედია: სლოვაკეთის პრემიერმინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს

რობერტ ფიცო  
 Alexandros Michailidis / shutterstock

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას სლოვაკეთის მედია ავრცელებს. 

საავადმყოფოსა და პრემიერმინისტრის ოფისს აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დღის საათებში საავადმყოფომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრს დამატებით კვლევები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პოზიტიურად შეფასდა. 

სლოვაკეთის 59 წლის პრემიერი 16 მაისს შეიარაღებულმა პირმა ოთხი ტყვიით დაჭრა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპელი ლიდერის მკვლელობის პირველი შემთხვევაა. მას 5-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

რობერტ ფიცოზე თავდამსხმელი მწერალი და აქტივისტი იულაი ცინტულაა, რომელსაც შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ცინტულას, რომელმაც ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ ესროლა, შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მუხლი 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები