ჩვენ არ ვავლებთ პარალელს და გლობალური ომის პარტიას ევროკავშირთან არ ვაიგივებთ, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ ვხედავთ კონკრეტულ აქტორებს და ვხედავთ კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც ქმნიან და მოწოდებულნი არიან შექმნან დამატებითი უსაფრთხოების პრობლემები საქართველოსთვის და ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც აქვთ ეგეთი განზრახვა, რომ დესტაბილიზაცია შექმნან საქართველოში, ან შექმნან დამატებითი ადგილი, სადაც რუსეთი იომებს, რაც ნათელია და რისი გაკეთებაც უადვილესია საქართველოში. [...] ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება, ვიფიქროთ, რომ არის ხალხი და ძალები, რომლებსაც სურთ სიტუაციის გაუარესება საქართველოში და რომლებსაც სურთ საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ ვინ დგას მათ უკან და რა არის მათი სახელები და გვარები.
tbl.ge/6sup
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი Deutsche Welle-სთან ინტერვიუში [ქართული ოცნების თარგმანი].
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




