რუსული კანონი

კირცხალია: ამერიკა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის არ არის, ადმინისტრაციები მიდიან და მოდიან

პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა ეროვნულ გადაწყვეტილებაზე და სრულიად გვაქვს გაცნობიერებული, რასაც ვაკეთებთ და დამიჯერეთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ კეთდება ეს ყვეალფერი.

ერთი რამე მინდა დაიმახსოვროს ყველამ, ჩვენმა საზოგადოებამ, ამერიკა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის არ არის, ადმინისტრაციები მიდიან და მოდიან.

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის რეჟიმის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია ტვ პირველის ჟურნალისტის დასმულ კითხვას ამერიკის ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილი წერილის შესახებ. 

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საქართელოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს წერილს გაუგზავნა, სადაც ჰარისი წერს, რომ ის და პრეზიდენტი ბაიდენი "დიდი შეშფოთებით" ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

 

კომენტარები