რუსული კანონი

ლარი დოლართან 4.34 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 5.18 თეთრით

ლარი დოლართან 4.34 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 5.18 თეთრით. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.768 ლარია, ერთი ევროსი - 3.0058 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.09 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.80 ლარია, ევროსი - 3.05 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება "ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით" მიიღეს. ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ "რყევები" მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა "ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია".

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან - 12 თეთრით.

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დღეს, 27 მაისს დაძლია. საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე 28 მაისს შედგება. 

კომენტარები