პოლონეთი

პოლონეთმა რუსეთის და ბელარუსის საზღვრების გამაგრების გეგმა წარადგინა

12 Brygada Zmechanizowana/Handout/REUTERS

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის და ბელარუსის საზღვრების გამაგრების გეგმა წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს თქმით, პოლონეთი რუსეთის და ბელარუსის მხრიდან მტრული ქმედებების მუდმივი რისკის ქვეშაა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმა აღმოსავლეთ საზღვრებზე დრონების საწინააღმდეგო სისტემას მოიცავს. ამავდროულად, იგეგმება საზღვრის 700 კილომეტრზე ფორტიფიკაციის ნაგებობების, ტელეკომუნიკაციების სისტემების და ჰაბების აშენება. 

თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულ გეგმას აღმოსავლეთის ფარი (Shield-East) უწოდეს და ის საბოლოოდ 2028 წელს დასრულდება. ბელარუსის საზღვრიდან პოლონეთში არალეგალური მიგრაციის მასშტაბები ბოლო წლებში გაზრდილია, რასაც პოლონეთი ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევს. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთის ფარის პროგრამა კოორდინაციაში იქნება ფინეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის თავდაცვის სისტემებთან. 

კომენტარები