რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ბაიდენსა და სი ძინფინგს უკრაინის სამშვიდობო სამიტზე დასწრებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის პრესს სამსახური

26 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს სი ძინფინგს ივნისში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე დასწრებისკენ მოუწოდა.

ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში, რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებულ სტამბაში ჩაწერილ ვიდეოში თქვა, რომ სამიტში, რომელსაც უკრაინა უმასპინძლებს, 80-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 

"მივმართავ მსოფლიოს ლიდერებს, შეერთებული შტატების ლიდერს, პრეზიდენტ ბაიდენს და ჩინეთის ლიდერს, პრეზიდენტ სი ძინფინგს, რომლებიც ჯერ კვლავაც განზე არიან გამდგარნი გლობალური სამშვიდობო სამიტის საერთო ძალისხმევისგან". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"გთხოვთ, გამოავლინეთ თქვენი ლიდერობა სამშვიდობო პროცესების წინსვლაში - ნამდვილი მშვიდობა და არა მხოლოდ შეტევებს შორის პაუზა". - დაამატა მან. 

ამ დროისთვის უცნობია, ჩავა თუ არა სამიტზე ჯო ბაიდენი. ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, აშშ სამიტში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებაზე უარი განაცხადეს. ამას გარდა, სამიტზე დასწრება ჯერჯერობით ჩინეთსაც არ დაუდასტურებია.

ზელენსკის თქმით, დაგეგმილი სამიტი საბოლოოდ აჩვენებს მსოფლიოს, "თუ რეალურად ვის უნდა ომის დასრულება".

კომენტარები