ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად, რაფადან ისრაელში რაკეტები ისროლეს

X/manniefabian

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, რაფადან ისრაელში სარაკეტო იერიში განხორციელდა. ეს ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა ჰამასმა ისრაელში რაკეტები ისროლა.

ისრაელის საზღვარი 8 რაკეტამ გადაკვეთა, მათ შორის რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს.

სასწრაფოს ინფორმაციით, ორი ქალი ბომბების თავშესაფრისკენ სირბილისას დაცემის გამო მსუბუქად დაშავდა. მძიმედ დაშავებულები არ არიან.

კომენტარები