დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთმა აზერბაიჯანს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ფარგლებში 4 სოფელი გადასცა

ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის პროვინციაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, 2024 წლის 18 მარტი.
Քաղաքացիական պայմանագիր

სომხეთმა აზერბაიჯანს საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმების ფარგლებში ოთხი სოფელი გადასცა.

საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც ოთხი სოფელი მდებარეობს, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. ქვეყნებმა აღნიშნულ შეთანხმებას 19 აპრილს მიაღწიეს.

შეთანხმების მიხედვით, საზღვარი სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად გაივლო, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრების მიხედვით.

ვრცლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ, წაიკითხეთ – დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის.

ამას გარდა, აპრილში მიღწეული შეთანხმებაში ეწერა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი პროცესის დასრულების შემდეგ საზღვრის სხვა მონაკვეთებზე, მათ შორის ანკლავებისა და ექსკლავების დელიმიტაცია-დემარკაციის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.


ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფაშინიანი ამბობდა, რომ არ უნდა დაეშვათ ომი და ამიტომაც თვლიდა საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას. მის სიტყვებს სომხეთში გარკვეული ჯგუფების პროტესტი მოჰყვა.

აქამდე ბაქო სომხეთისგან ითხოვდა, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნებინა 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვდა - ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი - 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

კომენტარები