ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის თქმით, ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი სამი ადამიანის ცხედარს მიაგნეს

Cbc.ca

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, 24 მაისს სამი მძევლის ცხედარს მიაგნეს, რომლებიც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს ისრაელიდან ღაზის სექტორში გაიტაცა.

IDF-ის თქმით, ისრაელის არმიამ და სადაზვერვო სამსახურებმა ერთობლივი ძალისხმევით ღამით ღაზის სექტორის ქალაქ ჯაბალიაში სპეცოპერაცია ჩაატარეს. ისრაელის ჯარის თქმით, ისრაელის ეროვნულმა ექსპერტიზის ინსტიტუტმა და ქვეყნის პოლიციამ ცხედრების იდენტიფიცირება შეძლეს, ხოლო დაღუპულთა ოჯახებს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.

წინა კვირას, ისრაელმა კიდევ სამი მძევლის ცხედარს მიაგნო, რომლებიც, ისრაელის თქმით, 7 ოქტომბერს ჰამასმა თავდასხმის დროს მოკლა, თუმცა მათი ცხედრები შემდგომ ღაზის სექტორში წაიღეს.

ისრაელის თქმით, ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ 7 ოქტომბერს 250 ადამიანი გაიტაცა, რომელთაგანაც დაახლოებით ნახევარი ჯერ კიდევ ღაზის სექტორშია, ცოცხალი ან დაღუპული.

კომენტარები