რუსული კანონი

მელია: თითოეული დღე ამ ხალხის ხელისუფლებაში არის სახიფათოზე სახიფათო ქვეყნისთვის

კობახიძემ და მისმა გუნდმა ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ფრონტი გაუხსნა ყველას, საუკეთესო მეგობარსა და ქომაგს ჩვენი ქვეყნისა. დღევანდელი დღეც, აი, ეს საარაკო ტყუილიც მეტყველებს მარტივ მოცემულობაზე: თითოეული დამატებითი დღე ამ ხალხის ხელისუფლებაში არის სახიფათოზე სახიფათო ჩვენი სახელმწიფოსთვის. 

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტია ახალის თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

"ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისს სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრეს.

კომენტარები