საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. აშშ ძლიერად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კაცი.
აშშ-საქართველო
ო'ბრაიენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კარი
tbl.ge/6tnt
დაკოპირდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საკუთარ X-ის გვერდზე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კარი.
X-ზე ჯიმ ო'ბრაიენმა ჯოზეფ ბორელის ინტერვიუ გააზიარა, სადაც ის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მთავრობის წინააღმდეგ მიღებულ შესაძლო შემზღუდველ ზომებზე საუბრობს. ო'ბრაიენმა ასევე დაწერა, რომ 32 წლის მანძილზე აშშ საქართველოს მთავრობას მილიარდობით დოლარით დაეხმარა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების, შეიარაღების და გაწვრთნის და დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების მიმართულებით.
ამავე თემაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით
- ბოჭორიშვილი აშშ-ს სახდეპის წარმომადგენელს შეხვდა – საგარეო
- აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელი ოპოზიციის ალიანსს, ლელოსა და გახარიას პარტიას შეხვდა




