რუსული კანონი

ოქრიაშვილი: ოცნებამ ევროკავშირის ღია კარი მიაჯახუნა

განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაში ნახტომი კი არა, გარღვევა აქვთ. თუმცა, მათივე მონაცემებით, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 230 ლარს შეადგენს და ივლისიდან უნდა გაიზარდოს

ამ თანხით საქართველოში ღირსეულად ცხოვრებაც შეუძლებელია, პერსპექტივაზე ხომ საერთოდ საუბარი არ არის. ეს მაშინ, როცა ესტონეთში მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1 500 ევროს აღემატება, ლიეტუვაში ოდნავ ნაკლებია და ჩვენი ქვეყნის ვალუტაში თუ გადავიყვანთ, დაახლოებით 4 500  ლარს შეადგენს, რაც ქართველი მასწავლებლის ხელფასზე 3.5-ჯერ მეტია. განგებ ვადარებ ქართველი და სხვა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასწავლებლების საშუალო ხელფასებს და არა გერმანია-საფრანგეთს, სადაც ანაზღაურება გაცილებით მაღალია

რა არის დასკვნა: "რუსული კანონისმიღებით "ოცნებამევროკავშირის ღია კარი მიაჯახუნა. 25 ივნისს ევროკავშირი მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებსჩვენს შემთხვევაში კი კანდიდატის სტატუსი, რომელიც ისედაც ავანსად მოგვანიჭეს, გაყინულია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპექტივა, ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს. ეს ეხება მასწავლებელსაც, პოლიციელსაც, კერძო და თუ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს და მათ ოჯახებს

ოცნებასკი, როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ მასწავლებლების ხმების ყიდვა სურს, თანაც მუქთად. ყველა მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია - ხელფასის 125-ლარიანი ზრდა თუ ევროპული პერსპექტივა და 4 500-ლარიანი ხელფასი და ამის შემდეგ მისცეს ხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე.

წერს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
 

კომენტარები