რუსული კანონი

მაჭარაშვილი: ივანიშვილის ირგვლივ მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ ეს საქართველოს სჭირდება

მე შემიძლია, პირდაპირ ამ პიროვნებას [ლინკოლნ მიჩელს] მივმართო - მაგალითად, პირადად ჩემი ქონებით დაინტერესდეს. ახლა ამისთანა რა ქონებას ვფლობ, რომ მისივე ბრალდებით, მე და ჩემი ბევრი კოლეგა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რაღაც მატერიალური ინტერესების გამო ვართ. წლებია, ჩვენ მასთან ერთადერთი მიზნით ვართ - ადრე, ის და მისი ოჯახი ქვეყანას მატერიალური და ნაწილობრივ სხვა მიმართულებებით ემსახურებოდნენ, ახლა კი უკვე პოლიტიკური ქველმოქმედებაც ჩართო [...] ჩვენ ვინც მის ირგვლივ ვართ, ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს სჭირდება. 

ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ლინკოლნ მიჩელის განცხადებას. მიჩელმა აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს გარშემო ჰყავს ადამიანები, რომელთა მთავარი მიზანი ცხოვრებაში მასთან ახლოს ყოფნაა, რათა ისინი ახლოს იყვნენ ძალაუფლებასა და ფულთან. ამიტომ, მიჩელის თქმით, ივანიშვილს ვერავინ ეუბნება, რომ მას თავში სულელური იდეები მოსდის.

კომენტარები