მიხეილ სააკაშვილის საქმე

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (EUHCR) საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილმა EUHCR-ში საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეიტანა.

"სასამართლო მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით (კერძოდ, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული განსჯის საფუძველზე) ადგენს, რომ ხელისუფლების გულწრფელი სურვილი იყო, რომ აპლიკანტი მისი დანაშაულების გამო გაესამართლებინათ და, საპირისპიროსთვის არასაკმარისი მტკიცებულებების ფონზე, ფარული მოტივის ბრალდება დაუსაბუთებელია" – წერია დასკვნაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გელაშვილის ცემის ფაქტზე 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2018 წელს მიუსაჯა. 

"ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილიდანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას.

 

კომენტარები