შსს

შსს-ს მეორე სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია (VIDEO)

სასაზღვრო პოლიციას მეორე, ევროპული ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, H 145 გადმოეცა. შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ქართულმა ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.

"ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით". - წერია შსს-ს განცხადებაში.

პირველი H 145 ვერტმფრენი საქართველოს მარტში გადმოეცა. კიდევ ერთ, მესამე სამაშველო ვერტმფრენს კი ქართული მხარე ივნისამდე მიიღებს.

2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი H145 ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.

კომენტარები