კობახიძე: გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლა პერსონალურადაც არაა სასიამოვნო, რისკებია

გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პერსონალური კუთხითაც, ჩემთვის, პირადად, საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ შორის პერსონალურ რისკებთან...

არ არის სასიამოვნო, არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ალტერნატივა არის დანებება და დანებების ერთადერთი გაგრძელება არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია.

ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ სახლში, მარტივად, ვგულისხმობ ჩვენს პოლიტიკურ ძალას, მაგრამ შედეგი იქნება რა - ერთადერთი ალტერნატივა, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ეს არის იგივე პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავდა 2004-2012 წლებში, ეს არის ის კოლექტიური ნაცმოძრაობა და გარანტირებული შედეგი, ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის, თან უახლოეს მომავალში, იქნება ამ ქვეყნის უკრაინიზაცია.

მარტივად, ესენი გადადგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ძალიან მოკლე ვადებში, ისინი მიაღწევენ ამ ქვეყნის უკრაინიზაციას.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ორი თეორიული ალტერნატივა - ან ვაგრძელებთ ამ ძალიან რთულ და მტკივნეულ ბრძოლას გლობალურ ომის პარტიასთან ან მარტივად შეგვიძლია, მივუშვათ პროცესი, დავაბრუნით ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავდა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, გარე ჩარევით, და გარდაუვალი შედეგი უმოკლეს ვადებში არის ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ანუ საქართველოს მიერ უკრაინის ბედის გაზიარება.

რადგან გვაქვს საუბარი ორ ალტერნატიულ ვერსიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ ძალიან მტკივნეულ და რთულ ბრძოლას, უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს.

არაკომფორტულია ეს ბრძოლა, მაგრამ უბრალოდ არის უალტერნატივო.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში, "გლობალურ ომიას პარტიასთან" ბრძოლაზე.

კომენტარები