ევრო 2024

სერბეთი ტრიბუნებზე გაჟღერებული შეძახილების გამო ევრო 2024-ის დატოვებით იმუქრება

სერბეთის ნაკრები
BBC

სერბეთის საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ტურნირის დატოვებით იმუქრება. განცხადება, სერბეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, იოვან შურბატოვიჩმა გააკეთა.

19 ივნისს ალბანეთისა და ხორვატიის ნაკრებების თამაში ჩატარდა. ტრიბუნაზე შეკრებილი როგორც ალბანელი, ისე ხორვატი გულშემატკივარი "მოკალი სერბს" სკანდირებდა. 

შურბატოვიჩის თქმით, თუ UEFA არ მოახდენს მომხდარზე რეაგირებას და არ დაასანქცირებს ხორვატიისა და ალბანეთის ნაკრებებს, სერბეთი ტურნირს პროტესტის ნიშნად დატოვებს.

სერბეთმა ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩი ჩაატარა. პირველ შეხვედრაში ნაკრები ინგლისთან დამარცხდა, ხოლო სლოვენიასთან ფრე ითამაშა. ბოლო თამაშის წაგების შემთხვევაში სერბეთი დიდი ალბათობით ტურნირს გამოეთიშება.

კომენტარები