შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში ცოლისა და ცოლის დედის მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ადამიანი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა." - წერს უწყება.
ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" და "ლ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა გ.ფ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერს შსს.