მკვლელობა რუსთავში

რუსთავში პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1 ბრალდებული გაამართლეს

პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელს რუსთავში პოლიციელების მონაწილეობით მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექვსი ბრალდებულიდან ერთი - გ.ა. გაამართლეს. პროკურატურა გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

შემთხვევა 2019 წლის ოქტომბერში მოხდა. პოლიციის ორმა მოქმედმა და ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა 35 წლის კაცს, დ.ა-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ჩაიყვანეს რუსთავში და სხვა პირებს გადასცეს, რომლებმაც კაცი მოკლეს. მომხდარზე შსს-მ 6 პირი დააკავა. 

გ.ა. ერთ-ერთია იმ ორისგან, რომელსაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შემდეგ დ.ა. რუსთავში გადასცეს. პროკურატურის ინფორმაციით, დ.ა-მ ზ.ჯ-სთან ერთად კაცს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი მტკვარში გადააგდო. 

ზ.ჯ-ს, რომელსაც ბრალად ჯგუფთან ერთად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება, განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებოდა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.გ.-ს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - მას ბრალად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარება ედებოდა. დ.მ და მ.ღ სასამართლომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ცნო დამნაშავედ და 10-10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კიდევ ერთ ბრალდებულს, დ.დ-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები