მკვლელობა რუსთავში

რუსთავში კაცი მოკლეს

Getty Images

რუსთავში კაცი მოკლეს - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოცემა ინფო რუსთავის ცნობით, მოკლული 40 წლამდე კაცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებს, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები