პალესტინა

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას გეგმავენ

Tempo

ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას უახლოეს მომავალში აპირებენ. ისრაელმა ნორვეგიიდან და ირლანდიიდან ელჩები გამოიწვია. 

ნორვეგიის პრემიერმინისტრმა იონას ჰარ სტოერემ თქვა, რომ ნორვეგია პალესტინას, როგორც სახელმწიფოს, ოფიციალურად 28 მაისს აღიარებს

"პალესტინას აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოობის ფუნდამენტური უფლება. ახლო აღმოსავლეთში ვერ იქნება მშვიდობა მისი აღიარების გარეშე" - თქვა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა. 

სტორერეს თქმით, ტერორისტული და ომის დანაშაულები ჰამასის და სხვა სამხედრო ჯგუფების ჩადენილია, რომლებიც არ არიან ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრის და ისრაელის სახელმწიფოს არსებობის მომხრეები. 

22 მაისს ირლანდიის მთავრობამ ასევე დააანონსა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობას ოფიციალურად აღიარებენ. ირლანდიის მთავრობის მტკიცებით, პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება რეგიონში მშვიდობას და ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის გადაჭრას შეუწყობს ხელს.

ამ სახელმწიფოების გარდა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას აპირებენ ესპანეთი, სლოვენია და მალტა.

კომენტარები