რუსული კანონი

კალაძე: არავის ეშინია სანქციების

ჩვენ გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან - რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის პასუხები.

თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ სურვილი იმისა, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, იყოს პირდაპირი ფრენები და ეს მოხდეს - ჩვენ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვართ და მივესალმებით ამ ყველაფერს.

ეს არ უნდა დარჩეს სიტყვებად და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია - გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები!

ეს კანონპროექტი არ არის სადაო თემა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი არის მათ მხარეს.

ეს არის უბრალოდ შანტაჟის ენა, მუქარის ენა - მეგობრებს ასე არ ელაპარაკებიან და არ ექცევიან.

არავის ეშინია ამ სანქციების, თუმცა კიდევ ერთხელ - მგონია, რომ წარმოუდგენელია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული - და რის გამო?

თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

კომენტარები