რუსული კანონი

ვაშაძე Megobari Act-ზე: უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე  MEGOBARI Act-ს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან ვიზალიბერალიზაციასა და მსხვილ სამხედრო და სავაჭრო პაკეტს მიიღებს.

ვაშაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან უპრეცედენტო შემთხვევაა და ეს როგორც დიდი რაოდენობით ინვესტიციების დაგროვებას, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.  

გიორგი ვაშაძის თქმით, ყველა იმ სიკეთის მისაღებად, რასაც აშშ-ის პაკეტი ითვალისწინებს, აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და საქართველოს ევროპულ კურსზე დაბრუნება. 

,,მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა, მეორე მხრივ ეკონომიკური მხარდაჭერა, რაც ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სწორედ ეს არის შედეგი, იმ ასობით-ათასი ქართველის ქუჩაში გამოსვლის და მშვიდობიანი პროტესტის. იმ ახალგაზრდების ბრძოლის რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს, რაც მთავარია იმისთვის რომ ეს მოვიდეს მოქმედებაში აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს, რომ არ იყოს ადგილი რუსული კანონების, რუსული რეჟიმების, ანტიმედასვლეთეების, ანტიქართველების და სწორედ იმ ხალხის, ვინც ქუჩაში დგას ღირსეულად მათი წარმომადგენლები მართვადნენ ქვეყანას. ძალიან მკაფიოა შეთავაზება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, უფრო მეტიც მე ვფიქრობ, რომ ამასთან ერთად არის სამუშაო პროცესი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც არალეგალურად იმოფება ამერიკაში, მათი ლეგალიზება მოხდეს და ბოლომდე ყველა ეს სიკეთ მიიღოს საქართველომ". - თქვა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას

კომენტარები