ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი ფაქტობრივი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და ერთხელ არ უღალატია თავის ქვეყნის ინტერესებისთვის.
რაც შეეხება იმას, რომ შემოთავაზება ბატონ ო ბრაიენის მხრიდან იყოს გაკეთებული, ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას სჭირდება ნამდვილად ახალი ძლიერი იმპულსის მიცემა...
თუ იქნება კანონთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან არა ლოზუნგი კვლავ წამოწეული, არამედ კონკრეტული რეკომენდაცია, რომლითაც ისინი კანონის გარშემო ისაუბრებენ, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ურთიერთობის, განხილვის და შეჯერებისთვის.





