დღეს, 18:00 საათზე ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართება მსვლელობა სახელწოდებით "გამოვაფხიზლოთ ვაკე".
მსვლელობის მონაწილეები ჭავჭავაძის მხრიდან ვაკის პარკის მთავარ შესასვლელთან შეიკრიბებიან.
ამასთან ერთად, დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება. 19:00 საათზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით წავლენ.
"სტუდენტები ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.
ვიკრიბებით, რომ:
- ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!
- ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!
- ვუთხრათ - არა ძალადობას!
- ვუთხრათ - კი ევროპას!
ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია, ვერ შეგვაშინებთ". - წერია სტუდენტების განცხადებაში.
- ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას – კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები
-
თსუ-ს მაგისტრანტთა ნაწილი: შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას
-
ფრიუნი/აგრუნის სტუდენტთა ნაწილი: უარს ვამბობთ სწავლის პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე
-
უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის განახლებაზე – სამხატვრო აკადემიის სტუდენტები
-
ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – Alte-ს სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან
-
ილიაუნის სტუდენტები: ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას





