რუსული კანონი

არ გვეჩქარება, დღეს, ალბათ, არ მოესწრება – მდინარაძე რუსული კანონის მე-2 მოსმენით მიღებაზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება დღეს არ მოესწრება და შესაძლოა, ორი ან სამი დღე დასჭირდეს. 

"არსად არ გვეჩქარება, ორი დღე, სამი დღე, რამდენიც არ უნდა დაჭირდეს, მივყვეთ მუხლობრივად. გუნდის სახელით გეუბნებით, ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება, დღეს, ალბათ, არ მოესწრება" - ამბობს მდინარაძე დეპუტატ ხატია დეკანოიძის დღის წესრიგთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა. 

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი II მოსმენით უკვე მიიღო. პლენარული სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კომენტარები