2024 წელს გარდაცვლილები

69 წლის ასაკში მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

ტრისტან სარალიძე
Befunky

69 წლის ასაკში ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

სარალიძე 1980 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. სცენაზე შესრულებული აქვს როლები:ჯამბაზი ( როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის), ჭეიშვილი (საბრალდებო დასკვნა), პოლიციელი (სეჩუანელი კეთილი ადამიანი), მკვლელი (მაკბეტი), გელა (მერე რა რომ სველია სველი იასამანი), ქავთარ (ლამარა), შაქრო (კაცია ადამიანი), ჯარისკაცი (მეთორმეტე ღამე), მეათე მსაჯული (თორმეტი განრისხებული მამაკაცი).

შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, სახალხო ცნობადობა მოუტანა ფილმში სიყვარულის ყველას უნდა შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა.

კომენტარები