2024 წელს გარდაცვლილები

86 წლის ასაკში მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

იოსებ გოგიჩაიშვილი
befunky

86 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს:

"მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი სოსოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს".

გოგიჩაიშვილი სხვადასხვა წლებში იყო გორისა და რუსთავის თეატრების მსახიობი. 1976 წლიდან მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია ფილმებში: ერთი ცის ქვეშ, მე ბებია, ილიკო და ილარიონი, შეხვედრა წარსულთან, დათა თუთაშხია, ხსოვნა, თეთრი ბაირაღები, ღმერთო, რისი გულისთვის.

იოსებ გოგიჩაიშვილის შვილი იყო ცნობილი შუმენი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე "გოგიჩა", რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები