2024 წელს გარდაცვლილები

78 წლის ასაკში ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი გარდაიცვალა

მარისა პარედესი ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალზე, 2024 წელი

78 წლის ასაკში პედრო ალმოდოვარის ფილმების ერთ-ერთი ვარსკვლავი, ესპანელი მსახიობი მარისა პარედესი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ესპანეთის კინოაკადემია ავრცელებს, რომლის პრეზიდენტი პარედესი 2000-2003 წლებში იყო.

60-წლიანი კარიერის განმავლობაში მსახიობმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა პედრო ალმოდოვართან, შესრულებული აქვს როლები მის ფილმებში: Dark Habits, High Heels, The Flower of My Secret, All About My Mother, Talk to Her, The Skin I Live In.

2018 წელს პარედესს ესპანეთის კინოაკადემიის საპატიო ჯილდო, გოია გადაეცა.

2024 წელს მარისა პარედესი ქუთაისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო.

კომენტარები