ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

საუდელი მაღალჩინოსანი: ღაზის სექტორში ირანმა ომი ხელოვნურად მოაწყო

საუდის არაბეთის საკონსულო ბაღდადში
Ahmad al-Rubaye/AFP via Getty Images

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, საუდის სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის სახელსაც გამოცემა არ ავრცელებს, Kan-ის საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან განაცხადა, რომ ირანმა ღაზის სექტორში ომი ხელოვნურად მოაწყო, რათა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შეეშალა ხელი.

Times of Israel-ის თქმით, საუდელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ "საეჭვო ობიექტს", რომელიც საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში შევა, ჩამოაგდებენ. 

"ირანი არის ქვეყანა, რომელიც ტერორიზმის სპონსორია, და იძულებით დიდი ხნის წინ უნდა შეჩერებულიყო". - ციტირებს Kan-ი საუდელ მაღალჩინოსანს.

კომენტარები