დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის თქმით, სირიულ სამხედრო პუნქტს დაარტყეს, რომელსაც ჰეზბოლა იყენებდა

მაკდონელ დუგლასი F-15I ღაზის სექტორში იერიშების მისატანად ფრინდება, 11 ოქტომბერი, 2023
IAF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, სამხრეთ სირიაში, ისრაელის საზღვრის მიმდებარედ, სირიულ სამხედრო პუნქტზე მიიტანეს იერიში, რომელსაც ჰეზბოლას დაჯგუფება იყენებდა.

"IDF-ი სირიის რეჟიმს პასუხისმგებლობას ყველა იმ ქმედებაზე აკისრებს, რომელიც მისი ტერიტორიის ფარგლებში მოხდა და [ისრაელი] არ დაუშვებს ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც სირიის ფრონტზე ჰეზბოლას გამაგრებას გამოიწვევს". - ნათქვამი იყო ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე, IDF-ის თქმით, იერიშები ასევე ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას საგუშაგო პუნქტებსა და ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები