ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თურქეთი ღაზაში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს

Yasin Akgul/AFP

თურქეთი ღაზის სექტორში ომის შეწყვეტამდე ისრაელში ექსპორტს კრძალავს. თურქეთმა სანქციები დააწესა ისრაელში 54 სხვადასხვა კატეგორიის საექსპორტო საქონელზე. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა გაავრცელა

ოფიციალური განცხადების მიხედვით, თურქეთის მთავრობამ ექსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ისრაელმა თურქეთს ღაზაში საჰაერო გზით ჰუმანიტარული დახმარების შეკვრების ჩამოყრა აუკრძალა. 

როგორც ცნობილია, თურქეთის შეზღუდვა ისრაელში ექსპორტზე ასევე შეეხება რკინისა და სპილენძის და სამშენებლო პროდუქტებს. თურქეთი ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ ომში ღიად უჭერს მხარს. 

კომენტარები