ევროპის ჩემპიონატი

EURO 2024-სთვის WIZZ AIR-ი საქართველო-გერმანიის ფრენებს ამატებს

ქუთაისი-გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზრდება. Wizzair-ის ცნობით, ფეხბურთის მოყვარულები უპრობლემოდ შეძლებენ საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასწრებას.

რეგულარული რეისების გარდა, Wizz Air-მა 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა

ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO 2024-ზე, შეუძლიათ, შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით. თითოეული რეისი 199 ევრო ეღირება.

"საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევრო 2024-ზე მართლაც დიდი მიღწევაა, ვულოცავ გუნდს ამ წარმატებას! ეს არის ისტორიული მომენტი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის, სწორედ ამიტომ, Wizz Air- სურდა ყოფილიყო ამ გამარჯვების ნაწილი. ფრენების განრიგის ადაპტირებით მატჩების თარიღების შესაბამისად, ჩვენი მიზანია, საშუალება მივცეთ ქართული ფეხბურთის ქომაგებს, გაემგზავრონ გერმანიაში და ადგილზე უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს. ფრენების ახალი განრიგით გულშემატკივრები უპრობლემოდ შეძლებენ თამაშზე დასწრებასა და სასურველ დროს საქართველოში დაბრუნებას" - ამბობს Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერი, ჟაჟა ტრუბეკი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება

კომენტარები