ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ისრაელელი ელად კაცირი ღაზის სექტორში ტყვეობაში მოკლეს

Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელელი მძევალი ელად კაცირი ღაზის სექტორში ტყვეობაში მოკლეს. ელად კაცირი კიბუც ნირ ოზიდან 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტებმა ოჯახის წევრებთან ერთად გაიტაცეს.

როგორც ცნობილია, ელად კაცირი ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობიდან ტერორისტული ორგანიზაცია პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტყვეობაში აღმოჩნდა. 

6 აპრილს ელად კაცირის ცხედარი ღაზის სექტორიდან ისრაელში გადაასვენეს, სადაც ოჯახს მისი დაკრძალვის საშუალება მიეცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კაცის ცხედარი სამხრეთ ღაზის სექტორში, ხან იუნისის ტერიტორიაზე იპოვეს. პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა დეკემბერში და იანვარში რამდენიმე პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, სადაც ელად კაცირი ჯერ კიდევ ცოცხალი ჩანს. 

კომენტარები