საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ადიგენში შეკრებილებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების დადგენილ ნორმებს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ადიგენში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს "არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.

მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი." - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ადიგენში მუსლიმებს ლოცვაში ხელს უშლიან, პოლიციამ გზები გადაკეტა და მათ მეჩეთში არ უშვენენ.

აგრესიული მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლი ადიგენში, ადგილობრივი მუსლიმის, მერაბ მიქელაძის სახლთან პარასკევის ლოცვის ჩაშლას ცდილობს. ეს პირველი შემთხვევა არ არის - წარსულში მართლმადიდებელმა მღვდლებმა მლოცველებს ასევე მიაყენეს შეურაცხყოფა.

კომენტარები