პოლონეთი-უკრაინა

შიკორსკი: უკრაინაში NATO-ს მისიის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ომში ჩართვას არ ნიშნავს

რადოსლავ შიკორსკი
LSM.lv

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ალიანსის მისია შეიქმნება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ X-ის გვერდზე წერია.

"(უკრაინაში) NATO-ს მისიის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ომში ვერთვებით, მაგრამ მოგვეცემა კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის". – წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში.

ამ ეტაპზე NATO-ს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები შიკორსკის განცხადებას არ გამოხმაურებიან.

ცოტა ხნით ადრე შიკორსკიმ თქვა, რომ NATO-ს მისიის შექმნა მოსკოვის კონფრონტაციული არ იქნება.

"პუტინი იმეორებს ტყუილს თავდაცვითი ომის შესახებ. არ ვურჩევ NATO-ზე თავდასხმას, იმიტომ რომ, 20-ჯერ უფრო მდიდრები ვართ, რუსეთი წააგებს ასეთ ომს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი დამარცხდა ცივ ომში". – თქვა შიკორსკიმ.

კომენტარები