პოლონეთი-უკრაინა

რადოსლავ შიკორსკი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანდრეი სიბიგა და რადოსლავ შიკორსკი, კიევი, 2025 წლის 12 სექტემბერი
RBC.ua

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი რადოსლავ შიკორსკი უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება.

კიევის სადგურზე ჩამოსულ შიკორსკის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა შეეგება.

"კეთილი იყოს შენი მობრძანება კიევში, რადეკ! დღეს ჩვენ ერთობლივი უსაფრთხოების საკითხებზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ". – წერს სოციალურ ქსელში სიბიგა.  

ცოტა ხნით ადრე, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინასთან ერთობლივი ძალებით რუსული დრონების მოგერიების საკითხზე იმუშავებს.


10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

კომენტარები