ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზაში იერიშს World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა

Mohammed Saber/EPA

ღაზაში თავდასხმას საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. თავად ამ ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, მათი თანამშრომლები ისრაელის თავდასხმისას გარდაიცვალნენ. ორგანიზაციამ ღაზის სექტორში მუშაობა შეაჩერა

World Central Kitchen-ის ცნობით, მათი თანამშრომლების მანქანაზე იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა, მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარულმა მუშაკებმა ჩრდილოეთ ღაზის ერთ-ერთ დასახლებაში საკვები მიიტანეს. 

"ჩვენ ვართ განადგურებულები, რომ გვიწევს შეგატყობინოთ, ჩვენი 7 თანამშრომელი ღაზაში IDF-ის იერიშს ემსხვერპლა. ჩვენი გუნდი გადაადგილდებოდა არაკონფლიქტურ ზონაში ორი მანქანით, რომლებზეც WCK-ს ლოგო ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება კოორდინირებული იყო IDF-თან, მანქანაზე იერიში მიიტანეს, როცა ისინი დეირ ალ-ბალაჰის საწყობს ტოვებდნენ. ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა WCK-ზე, არამედ ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე, რომლებიც ყველაზე მძიმე სიტუაციებში ჩნდებიან, სადაც საჭმელი ომის იარაღია." - წერია World Central Kitchen-ის განცხადებაში

როგორც ცნობილია გარდაცვლილებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, კანადის, პოლონეთის, აშშ-ს და ავსტრალიის მოქალაქეები. ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი ამჟამად სიღრმისეულ გამოძიებას ატარებენ უმაღლეს დონეზე აღნიშნული შემთხვევის შესახებ, რათა გაიგონ ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებები. ისრაელის თავდაცვის ძალები World Central Kitchen-თან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა მოსახლეობისთვის საკვების და დახმარების მიწოდების მიმართულებით. 

კომენტარები