ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ალ-შიფას საავადმყოფოში ოპერაცია დასრულებულია და იქიდან ისრაელის ძალები სრულად გამოდის

afp

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოში სპეცოპერაცია დასრულებულია და ისრაელის ძალები საავადმყოფოდან გამოდიან. რეიდი ალ-შიფას საავადმყოფოში 18 მარტს დაიწყო. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რეიდის მანძილზე მხოლოდ ალ-შიფას საავადმყოფოში 900-მდე ეჭვმიტანილი აიყვანეს, საიდანაც 500 ტერორიზმშია ბრალდებული. ამ ოპერაციისას ისრაელის ძალებმა ასევე მოკლეს 200-მდე შეიარაღებული პირი. აყვანილ და მოკლულ პირებს შორის არიან ტერორისტული ორგანიზაციების ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო მეთაურებიც. 

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის სხვა ტერიტორიებზე, მათ შორის ქალაქ ხან იუნისში, სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს. 

კომენტარები